მძლავრი ჯგუფი
ვიკიპედიიდან
"მძლავრი ჯგუფი", რუს კომპოზიტორთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც ჩამოყალიბდა XIX საუკუნის 50-იანი წლების დასასრულსა და 60-იანი წლების დასაწყისში. ცნობილია აგრეთვე ახალი რუსული მუსიკალური სკოლის ან "ბალაკირევის წრის" სახელწოდებით. "მძლავრი ჯგუფის" შემადგენლობაში შედიოდნენ მ. ბალაკირევი (ხელმძღვანელი), ა. ბოროდინი, ც. კიუი, მ. მუსორგსკი, ნ. რიმსკი-კორსაკოვი; გარკვეულ პერიოდში - ნ. ლოდიჟენსკი, ა. გუსაკოვსკი, ნ. შჩერბაჩოვი. ჯგუფის პროგრამა და იდეურ-ესთტიკური შეხედულებები 60-იანი წლების დემოკრატიული იდეოლოგიის გავლენით ჩამოყალიბდა.
![]() |
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |