ნათლისმცემელი
ვიკიპედიიდან
ნათლისმცემელი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, იოანე ნათლისმცემლის მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი, დავითის ლავრის დასავლეთით 12 კმ-ზე. დაარსებულია VI-VII საუკუნეებში წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილ ერთიან კომპლექსს. ნაგებობათაგან აღსანიშნავია უჩვეულოდ მაღალი და ვრცელი მთავარი ეკლესია. ჩრდილოეთით მცირე სათავსი ეკვრის, რომელიც ძირითად დარბაზს 2 თაღის მეშვეობით უკავშირდება. საკურთხევლის წინ XVIII საუკუნის II ნახევრის კანკელია. მთავარი ეკლესიის სამხრეთით კიდევ ერთი მცირე ეკლესიაა, რომელშიც კლდეში გამოკვეთილი კიბით შეიძლება ასვლა. მთავარი ეკლესიის შესასვლელში აღმართულია კოშკი და ჭიშკარზე დაშენებული სამრეკლო. ინტერიერში შემონახულია XII საუკუნის I ნახევრის მოხატულობის ფრაგმენტები.