ნამდვილი ანტილოპები
ვიკიპედიიდან
ნამდვილი ანტილოპები (Antilopinae), საშუალო ზომის ცხოველები. ვაცის რკალივით მოხრილ რწებზე მრავალი რგოლოვანი ბორცვია; ნეზვს რაები უფრო მოკლე აქვს, ან სრულიად ურქოა. ნამდვილი ანტილოპები გავრცელებული არიან აფრიკისა და აზიის ნახევრად უდაბნოებსა და უდაბნოებში, ევროპაში. მათგან ქურციკი გვხვდება წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოში შირაქის, ელდარის, სამგორის, გარდაბნის ველებზე ბინადრობდა და თბილისისამდეც არწევდა, ამჟამად კი გადაშენებულია. ძერენი იცის სამხრეთ-აღმოსავლეთ ალთაიში, სამხრეთ-აღმოსავლეთ იმიერბაიკალეთში და მონღოლეთში. აფრიკის ტრამალების ხტუნია ანტილოპები, რომელთა ვაცს პატარა და სწორი რქები აქვს, მოძრაობისას მხოლოდ ჩლიქის წვერებს ეყრდობიან.