ნევადა
ვიკიპედიიდან
ნევადა (Nevada, Nv), შტატი აშშ-ში, მდებარეობს მთიან რეგიონში. სახელი ესპანურად „დათოვლილს“ ნიშნავს. ნევადას 1843-1845 წლებში იკვლევდნენ კარსონი და ფრემონტი. 1848 – მექსიკასთან ომის შემდეგ დაიკავა აშშ-მ. პირველი მუდმივი დასახლება იყო მორმონების სავაჭრო პოსტი. 1851 – იუტას ნაწილი იყო. 1858 – ვერცხლის აღმოჩენამ მოსახლეობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. 1861 – ტერიტორია გახდა. 1864-დან აშშ-ს შტატია.
- ფართობი – 285 ათასი.
- მოსახლეობა - 2,311 ათასი (თეთრი 82 %, აფროამერიკელი 5,4 %, აზიელი 3,2 %, ლათინურამერიკელი 9,4 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 85,3 %.
- ქალაქები – კარსონ-სიტი (დედაქალაქი), 47 ათასი, ლას-ვეგასი, 377 ათასი, რენო, 156 ათასი.
- თავისებურებები – ლეგალიზებულია სათამაშო ბიზნესი და პროსტიტუცია, ლას-ვეგასის და რენოს კაზინოები.