ნიკიფორე III (ბიზანტია)
ვიკიპედიიდან
ნიკიფორე III ბოტანეატესი (* ???; † 1 აპრილი 1081, კონსტანტინეპოლი) – ბიზანტიის იმპერატორი 1078-1081 წლებში.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ნიკიფორე ბოტანეატესი თავის წინაპრებად რომაელ პატრიციუსებს ფაბიუსებს ასახელებდა. იგი ბიზანტიის არმიის სარდალი იყო მცირე აზიაში, როცა 1078 წელს იმპერატორ მიხაელ VII დუკას აუჯანყდა. თურქ-სელჩუკთა მხირდან უმოქმედობით ზურგგამაგრებულმა ნიკიფორემ გაილაშქრა ნიკეაზე, სადაც მან თავი იმპერატორად გამოაცხადა. დასავლეთში ამ დროს აჯანყდა მეორე სარდალი ნიკიფორე ბრიენი. ბიზანტიელმა არისტოკრატიამ და სამღვდელოებამ მხარი ბოტანეატესს დაუჭირა, რომელმაც ტახტზე ასვლისთანავე ცოლად შეირთო მიხაელ VII-ეს მეუღლე მარიამ ბაგრატიონი, საქართველოს მეფის გიორგი II-ის და.
ბოტანეატესმა ალექსი კომნენოსის დახმარებით შეძლო დაემარცხებინა ნიკიფორე ბრიენი და მისი მომხრეები და გამაგრებულიყო ტახტზე. თუმცა მცირე აზიაში შემოჭრილ თურქებთან ომში მარცხი განიცადა და ვერ შეძლო მათი განდევნა იმპერიის მიწებიდან.
მომდევნო წლებში ბოტანეატესს უკვე თვით ალექსი კომნენოსი გადაექცა ტახტის კონკურენტად, რომლის გავლენამაც არმიის რიგებში საგრძნობლად იმატა. 1081 წელს ალექსიმ ნიკიფორე ბოტანეატესი ტახტიდან ჩამოაგდო და იძულებით ბერად აღკვეცა მონასტერში.