ნისკარტმარწუხა
ვიკიპედიიდან
ნისკარტმარწუხა (Loxia curvirostra), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. ტანად პატარა ფრინველია, მასა 50 გ-ს აღწევს. ნისკარტმარწუხას ნისკარტის ქვედა და ზედა ბოლოები გადაჯვარედინებულია. მარწუხისებრი ნისკარტით გირჩებს ხსნის და თესლს იღებს. თუ საკვები უხვად აქვს, ნისკარტმარწუხა წელიწადში რამდენჯერმე მრავლდება ზამთარშიც კი. ბინადრობს წიწვიან ტყეში, ბუდეს იკეთებს ხეზე. დებს 3-5 კვერცხს. ინკუბაცია 16 დღემდე გრძელდება. საქართველოში ბევრია წიწვიან ტყეებში.