ნოვოდევიჩის მონასტერი
ვიკიპედიიდან
ნოვოდევიჩის მონასტერი ასევე ბოგოროდიცე-სმოლენსკის მონასტერი (რუს.: Новоде́вичий монасты́рь, Богоро́дице-Смоле́нский монасты́рь) მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთში მდ. მოსკოვის ერთ-ერთ განშტოებაზე მდებარე ქალთა სამონასტრო კომლექსია. დაარსდა დიდი კნიაზი ვასილი III-ის მიერ 1524 წელს, რუსეთის მფლობელობაში სმოლენსკის მიწების დაბრუნების აღსანიშნავად. აქედან მომდინარეობს მონასტერის მეორე სახელი.
მოსკოვის სხვა მონასტერთაგან განსხვავებით ნოვოდევიჩის კომპლექსი ხელშეუხებელი დარჩა მე-17 საუკუნიდან. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მონასტერი გაუქმდა. 1922 წლიდან მუზეუმია (1934 წლიდან სახ. ისტორიული მუზეუმის ფილიალი). 1994 წლიდან მონასტერმა ისევე განაახლა მოქმედება. 2004 წლიდან შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.