ოთხი წმინდა ხალიფა
ვიკიპედიიდან
ოთხი წმინდა ხალიფა (არაბ. الخلفاء الراشدون ალ-ხულაფა'უ-რ-რაშიდუნი) სუნიტური ტრადიციის მიხედვით იყვნენ პირველი ოთხი ხალიფა, რომლებიც იდეალური მუსლიმი მბრძანებლის სიმბოლოებად ითვლებიან. ისინი მუჰამედის ახლო თანამებრძოლნი იყვნენ და ძალაუფლება მემკვიდრეობით არ მიუღიათ.
- აბუ-ბექრი
- ომარ იბნ ალ-ხატაბი
- ოსმან იბნ აფანი
- ალი იბნ აბი-ტალიბი