ორბელიანი, ქაიხოსრო
ვიკიპედიიდან
ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე ორბელიანი († 1748), ორბელიანთა სახლის უფროსი, მდივანბეგი და ქვემო ქართლის სარდალი (1731-იდან). 1734 ოსმალებთან ერთად ილაშქრა კახეთზე. 1735-იდან, ყიზილბაშთა მიერ ქართლის დაკავების შემდეგ, ირანის სამსახურში ჩადგა. 1741 წელს ნადირ-შაჰმა ორბელიანი ქართლის პირველ ვექილად დანიშნა. იმავე დროს ქვემო ქართლის სარდლობა მის შვილს რევაზს უბოძეს. 1744-იდან ქართლში თეიმურაზ II-ის გამეფების შემდეგ ორბელიანი თეიუმარაზ II-ის მხარეზე გადავიდა. 1747 ირანში წაჰყვა თეიმურაზ II-ს. ირანიდან მომავალი გზაში გარდაიცვალა.