ოსაკას ციხე-სიმაგრე
ვიკიპედიიდან
ოსაკას ციხესიმაგრე (大坂城・大阪城; ოსაკა-ძო) ცეხე-კოშკია ჩუოკუში, ოსაკა, იაპონია. ეს იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ციხე-სიმაგრეა, რომლმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მე-16 საუკუნეში იაპონიის გაერთიანებაში.
ციხე-სიმაგრეს დაახ. ერთი კვ. კმ. მიწის ნაკვეთი უჭირავს. აგებულია ორ შემაღლებულ მიწაყრილ პლატფომაზე, რომელიც შემდგომში თლილი ქვის კედლებითაა გამაგრებული. ცენტრალური კოშკის შენობა ხუთ სართულიანია გარედან, ხოლო რვასართულიანი შიგნიდან და ნაგებია მაღალ ქვის ფუნდამენტზე, მისი მობინადრეების ხმლით მოიერიშეთაგან დასაცავად.