ოსტანკინოს ტელეანძა
ვიკიპედიიდან
ოსტანკინოს ტელეანძა ცალკე მდგომი სატელევიზიო და რადიო გადამცემი ანძაა მოსკოვში, რუსეთი. 540 მ სიმაღლის ოსტანკინოს პროექტი ეკუთვნის ნიკოლაი ნიკიტინს და გაწევრიანებულია უდიდესი კოშკების საერთაშორისო ფედერაციაში. 2005 წლისთვის ის რჩებოდა ევრაზიაში უმაღლეს ცალკე მდგომ სტრუქტურად.
ანძის მშენებლობა 1963 წელს დაიწყო და 1967-ში დასრულდა. მას ათი წლის განმავლობასი მსოფლიოს უმაღლესი სტრუქტურის ტიტული ეჭირა, სანამ მას ტორონტოს ტელეანძა (კანადა) გაუსწრებდა. 2003 წელს გაზეთებში იუწყებოდნენ რომ კოშკზე ახალ ანტენას ამონტაჟებდნენ, რაც ანძის სიმაღლეს 577 მეტრამდე გაზრდიდა. თუმცა გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ახალი ანტენა იგივე სიმაღლის იყო.
2000 წლის 27 აგვისტოს ანძაზე ხანძარი გაჩნდა, რამაც სატელევიზიო და რადიო გადაცემების შეწყვეტა გამოიწვია მოსკოვისა და მის შემოგარენში მცხოვრები 18 მილიონი ადამიანისთვის. ხანძარმა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსსხვერპლა. ხანძარი დაახლოებით 98 მეტრი სიმაღლეზე გაჩნდა საობსერვატორიო პლატფორმიდან და მეშჳიდე ცის რესტორნიდან, რის გამოც იქ მყოფი მთელი პერსონალისა და მნახველების ევაკუაცია გახდა საჭირო. ელექტრონული მოწყობილობის სიძველის გამო (მისი უმეტესობა 60-იან წლებში იქნა დამონტაჟებული) და 20 წლის განმავლობაში აგდგენითი სამუშაოების ჩაუტარებლობის გამო დანაკარგი უზარმაზარი იყო.