ოყარი
ვიკიპედიიდან
ოყარი (Egretta), დიდი ზომის ფრინველთა გვარი ყანჩისებრთა ოჯახისა.აერთიანებს 3 სახეობას: დიდი ოყარი (Egretta alba), საშუალო ოყარი (Egretta intermedia) და პატარა ოყარი (Egretta garzetta). ბუდობენ კოლონიებად. დებენ 3-4 (იშვიათად 5) კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი 25-26 დღე-ღამე . ფართოდ არიან გავრცელებული ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში. დიდი ოყარი საქართველოში გვხვდება როგორც მობუდარი ფრინველი. გვხვდება ჯავახეთში, კოლხეთის დაბლობსა და სამეგრელოში. საშუალო ოყარის შემოფრენა სსრკ-ის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია შორეულ აღმოსავლეთში. პატარა ოყარი სსრკ-ის ტერიტორიაზე კი გვხვდება ევროპულ ნაწილში, მტკვრის ქვედა წელში, სამხრეთ სომხეთში, შუა აზიაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. ოყარი შეტანილია "წითელ წიგნში".