პამფლეტი
ვიკიპედიიდან
პამფლეტი (ინგ.pamphlet < pamphilius - XII საუკუნის პოპულარული კომედიის Pamphilius seu de amore-ს გმირის სახელი), ლიტერატურულ-პუბლიცისტური ჟანრი, რომლის ნაწარმოებთათვის დამახასიათებელია მძაფრი, ექსპრესიული მხილება (დაცინვა-შეურაცხყოფა). ობიექტად შეიძლება იყოს პიროვნება, პოლიტიკური თუ სხვა ჯგუფი, სახელმწიფოებრივი წყობა. პამფლეტი თავისი ხასიათით მწვავე, შემტევითი, შეურაცხმყოფელი ბუნებისაა. მასში ფაქტობრივი მასალა შეზღუდულადაა წარმოდგენილი, სიმძიმის ცენტრი გადატანილია მოწინააღმდეგის მიმართ მკითხველის გაღიზიანებაზე. პამფლეტური ხასიათისაა გრიგოლ ორბელიანი პასუხი შვილთა, ილია ჭავჭავაძის პასუხის პასუხი.