პარიზის მერია
ვიკიპედიიდან
პარიზის მერია (ფრანგ. Hôtel de Ville) ნეო-რენესანსის სტილის შენობა პარიზში, სადაც ქალაქის ადმინისტრაციაა განთავსებული. მდებარეობს ქალაქის IV რაიონში, ყოფილი პლას-დე-გრევის უბანში (ამჟ. პლას-დე-ლ’ოტელ-დე-ვილი), შენობა ქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილი იყო 1357 წლიდან. ის მრავალ დანიშნულებას ასრულებს, მათ შორის ადგილობრივი ადმინისტრაციის, პარიზის მერის ბიუროს (1977-დან) და დიდი მიღება-წვეულებების გამართვის ადგილია.