პერტი, არვო
ვიკიპედიიდან
პერტი, არვო (Arvo Pärt) (* 11 სექტემბერი, 1935, პაიდე, ესტონეთი), ესტონელი კომპოზიტორი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
არვო პერტმა უკვე 14 წლისამ შექმნა თავისი პირველი ნაწარმოები. იგი სწავლობდა ტალინის კონსერვატორიაში კომპოზიციის განხრით. 1957-1967 წლებში იგი მუშაობდა ხმის რეჟისორად ესტონეთის რადიოში. ამავდორულად პერტი ქმნიდა მუსკიას კინოფილმებისათვის. 1968-1976 წლებში იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შუა საუკუნეების მუსიკას, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია მის საკომპოზიციო სტილზე. 1980 წელს იგი გადასახლდა ვენაში. 1982 წლიდან პერტი ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში. პერტის ადრეული პერიოდის ნაწარმოებებში შეიმჩნევა რუსი კომპოზიტორების პროკოფიევის და შოსტაკოვიჩის ზეგავლენა (1958-1968). მომდევნო 8 წელი მის კრიზისულ პერიოდადაა ცნობილი. ამ პერიოდის განმავლობაში პერტმა მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები შექმნა (მესამე სიმფონია, 1971). 1976 წელს კომპოზიტორი ქმნის მოკლე პიესას ფორტეპიანოსათვის "ალინასათვის". ამ ნაწარმოებით პერტმა ძირეულად შეცვალა თავისი საკომპოზიციო პრინციპი. პერტის მუსიკალური სტილი, რომელსაც იგი თავად ტინტინაბულის (ლათ. ზანზალაკი) უწოდებს გამოირჩევა მინიმალიზმით. განსაკუთრებული წარმატება ხვდათ ამ სტილში შექმნილ ნაწარმოებებს Tabula Rasa(1977), Fratres (1977-1985) და Miserere (1989). არვო პერტი მიიჩნევა ერთერთი უპოპულარულესი თანამედროვე კომპოზიტორად. იგი არის ტალინის მუსიკალური აკადემიის, სიდნეის, ტარტუს და დორჰემის უნივესიტეტების საპატიო დოქტორი და შვედეთის სამეფო მუსიკალური აკადემიის წევრი.
[რედაქტირება] ნაწარმოებები
- L'ABBÉ AGATHON, 2004
- PASSACAGLIA, 2003
- IN PRINCIPIO, 2003
- NUNC DIMITTIS, 2001
- CECILIA, VERGINE ROMANA, 2000
- ... WHICH WAS THE SON OF ..., 2000
- ORIENT & OCCIDENT, 1999
- CANTIQUE DES DEGRÉS, 1999
- COMO CIERVA SEDIENTA, 1998
- ZWEI BETER, 1998
- TRIODION, 1998
- DOPO LA VITTORIA, 1997
- I AM THE TRUE VINE, 1996
- KANON POKAJANEN, 1995
- THE BEATITUDES, 1990
- BERLIN MASS, 1990
- MISERERE, 1989
- MAGNIFICAT, 1989
- SIEBEN MAGNIFICAT-ANTIPHONEN, 1988
- FESTINA LENTE, 1988
- STABAT MATER, 1985
- EIN WALLFAHRTSLIED, 1984
- TE DEUM, 1984
- PASSIO, 1982
- ANNUM PER ANNUM, 1980
- VARIATIONEN ZUR GESUNDUNG VON ARINUSCHKA, 1977
- SUMMA, 1977
- ARBOS, 1977
- CANTUS IN MEMORY BENJAMIN BRITTEN, 1977
- TRIVIUM, 1976
- FÜR ALINA, 1976
- SYMPHONY NO. 3, 1971
- CREDO, 1968
- QUINTETTINO, 1964
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Paul Hillier: Arvo Pärt. Oxford: Oxford University Press, 1997. ISBN 0198166168
- Oliver Kautny: Arvo Pärt zwischen Ost und West. 2002. ISBN 3-476-45306-5
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- არვო პერტი (ინგლ.)
- www.arvopart.info (ინგლ.)
- დევიდ პინკერტონის არქივი (ინგლ.)
- Arvo Pärt and the New Simplicity – რადიოინტერვიუს ტექსტი (ინგლ.)
- თხზულებათა სია (გერმ.)
- ბიოგრაფია, თხზულებანი, სიახლენი და ფოტოსურათები (გერმ.)
- გამომცემლობა "სიკორსკის" ვებ-გვერდი არვო პერტის შესახებ (გერმ.)