პოლკოვნიკი
ვიკიპედიიდან
პოლკოვნიკი ( რუს. Полковник ) - მაღალი საოფიცრო შემადგენლობის სამხედრო წოდება მრავალი ქვეყნის არმიაში.
ქართულ არმიაში პოლკოვნიკი ყველაზე მაღალი საოფიცრო სამხედრო წოდებაა, რომლის შემდგომაც მოდის გენერლის სამხედრო რანგი. პოლკოვნიკი წესისამებრ პოლკის მეთაურია.
ნატო-ს ჯარებში პოლკოვნიკის სამხედრო რანგის კოდირებაა "OF-5"
ინგლისურენოვან ქვეყნებში პოლკოვნიკს ეწოდება - «კოლონელი» (ინგლ. Colonel; გამოითქმის - "ქორნელ"). გერმანულენოვან ქვეყნებში - «ობერსტი» (გერმ. Oberst)