ჟაკარდის მანქანა
ვიკიპედიიდან
ჟაკარდის მანქანა (ფრანგი ფეიქრისა და გამომგონებლის ჟ. მ. ჟაკარის გვარის მიხედვით), საქსოვი დაზგის სამარჯვი, რომელსაც მსხვილსახიანი ქსოვილების დასამზადებლად იყენებენ. ჟაკარდის მანქანის დახმარებით შეიძლება სახიანი საკაბე და დეკორატიული ქსოვილების, ფარდების, სუფრისა და სხვების დამზადება.