ჟარე, ჟან მიშელ
ვიკიპედიიდან
ჟან მიშელ ჟარე (ფრანგ. Jean Michel Jarre) (* 24 აგვისტო, 1948, ლიონი, საფრანგეთი), ფრანგი კომპოზიტორი და შემსრულებელი. ის მიჩნეულია ელექტრონული და ”ნიუეიჯის” სტილის მუსიკის ერთ-ერთ პიონერად, ღია ცის ქვეშ მოწყობილი, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდების მომხსნელი კონცერტების და წარმოდგენების ორგანიზატორად რომელთა დროსაც ფართოდ გამოიყენება ფეიერვერკები და ლაზერული ეფექტები რომელიც სიმბოლურად აკავშირებს მის მუსიკას გარემომცველ სამყაროსთან და არქიტექტურასთან. ჟან მიშელ ჟარემ მისი კარიერის განმავლობაში გაყიდა დაახლოებით 80 მილიონი ალბომი მთელს მსოფლიოში.