ჟღენტი, სერგი
ვიკიპედიიდან
ჟღენტი, სერგი მიხეილის ძე ( * 30 მაისი, 1912, სოფ. ქვენობანი, ჩოხატაურის რაიონი ― † 11 ოქტომბერი, 1963, თბილისი), ქართველი საბჭოთა ენათმეცნიერი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1950). იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში (1950-1962). განაგებდა ქართული ენის კათედრას ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1937-1941). იკვლევდა ქართველური ენების სტრუქტურისა და ფონეტიკის თეორიულ საკითხებს. აღსანიშნავია მისი თანამედროვე ექსპერიმენტული მეთოდებით შესრულებული გამოკვლევები ქართველური ენების ფონეტიკაში. ჟღენტმა შეისწავლა ქართული სალიტერატურო ენის აქცენტუაცია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანასაქართველოში ლოგოპედიის დამკვიდრებასა და განვითარებაში.