რიხტჰოფენი, მანფრედ ფონ (წითელი ბარონი)
ვიკიპედიიდან
ბარონი მანფრედ ალბრეხტ ფონ რიხტჰოფენი (გერმ.: Manfred Albrecht Freiherr von Richthofen) (* 2 მაისი 1892, ბრესლაუ, გერმანიის იმპერია; † 21 აპრილი 1918, ვო-სიურ-სომი, საფრანგეთი) - ლეგენდარული გერმანელი მფრინავი პირველ მსოფლიო ომში. იგი ამ ომის ყველაზე წარმატებული პილოტი იყო. მეტსახელი "წითელი ბარონი" მან ომის შემდეგ თავისი წითლად შეღებული თვითმფრინავის გამო მიიღო. ამ სახელით იგი პირველად ერთ-ერთ ინგლისურ წინგში იქნა მოხსენიებული. ომის პერიოდში ფრანგები მას "წითელ ეშმაკს" (ფრანგ.: „Le Diable Rouge“) ეძახდნენ.