რუისი (ძეგლი)
ვიკიპედიიდან
რუისი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც დგას ქარელის რაიონის სოფ. რუისის შუაგულში. XI საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთეს. ადრინდელი, VIII-IX საუკუნეების ნაგებობის ფრაგმენტები ჩართულია საკურთხეველსა და აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებში. ტაძრის გუმბათი დაყრდნობილია თავისუფლად მდგარ 4 ბოძზე. XI საუკუნეშივე ეკლესიის სამხრეთი და ჩრდილოეთი ფასადებისთვის მთელ სიგრძეზე მიუშენებიათ მაღალმხატვრულად შესრულებული ჩუქურთმებიანი ეგვსტერები, ჩუქურთმებითა და ლილვებით შეუმკიათ 12-წახნაგა გუმბათის ყელის სარკმლები (რომელთაგან ექსვი XV საუკუნეში ამოუქოლავთ). თემურლენგის ლაშქარმა ტაძარი დაწვა და დაანგრია. განაახლა ალექსანდრე I-მა (1412-1442). 1920 მიწისძვრით დაზიანებული ძეგლი 1930-იან წლებში აღადგინეს. ტაძრის გალავანში ეპისკოპოს ილარიონ ლარაძის მიერ XVII საუკუნეში აგებული სამრეკლოა.