რულოფსი, სანდრა
ვიკიპედიიდან
სანდრა რულოფსი (Sandra Roelofs) (* 23 დეკემბერი, 1968) -- საქართველოს პირველი ქალბატონი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე.
დაიბადა ტერნუზენში, ნიდერლანდი. დაამთავრა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტი და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი. მიხეილ სააკაშვილ შეხვდა 1993 წელს სტრასბურგში, მოგვიანებით იმავე წელს ნიუ-იორკში გადადიან, სადაც ჯერ კოლუმბიის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ჰოლანდიურ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. 1996 წელს წყვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც რულოფსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, შემდეგ კი ნიდერლანდის სამეფოს საკონსულოში მუშაობს თბილისში.
1998 წელს ქ-ნი რულოფსი აფუძნებს საქველმოქმედო ფონდს ”სოკო”, რომელიც კურირებს ჰოლანდიური კომპანიების და კერძო პირების მიერ დაფინანსებულ ჰუმანიტარულ პროექტებს.
1999-2003 წლებში ქ-ნი რულოფსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი იყო, სადაც ის ასევე მუშაობდა საკუთარ სადოქტორო თეზისზე ბელგიაში ფრანგული ენის ლინგვისტურ ასპექტებზე. მშობლიური ჰოლანდიურის გარდა სანდრა რულოფსი ასევე ფლობს ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულს, რუსულსა და ქართულს.
ქ-ნ რულოფსა და მიხეილ სააკაშვილს ჰყავთ ორი ვაჟი -- ედუარდი და ნიკოლოზი.
სანდრა რულოფსი ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნის ”იდეალისტის ისტორია” (2005).