თარგი:რჩეული ბიოგრაფია
ვიკიპედიიდან
ვალტერ ადოლფ გეორგ გროპიუსი (Walter Adolph Georg Gropius; 18 მაისი, 1883 – 5 ივლისი, 1969) — გერმანელი არქიტექტორი, ბაუჰაუზის დამფუძნებელი.
დაიბადა ბერლინში, მთავრობის სამშენებლო მრჩევლის ოჯახში. გროპიუსი, მამამისის და დიდი ბიძა მარტინ გროპიუსის მსგავსად, არქიტექტორი გახდა. თუმცა ყველა წყაროს მიხედვით ვალტერ გროპიუსს ხაზვა არ ეხერხებოდა და კოლაბორატორებსა და პარტნიორებზე იყო დამოკიდებული მთელი კარიერის განმავლობაში. სკოლაში მან თანაშემწე იქირავა მისთვის საშინაო დავალებების შესასრულებლად.
1908 წელს გროპიუსმა სამსახური დაიწყო პეტერ ბეჰრენსის ფირმაში, რომელიც უტილიტარული სკოლის ერთ-ერთი პირველი მიმდევართაგანი იყო. მისი თანამშრომლები ამ პერიოდში იყვნენ ლუდვიგ მის ვან დერ როე და დიტრიხ მარკსი. 1910 წელს გროპიუსმა ბეჰრენსის ფირმა დატოვა და ყოფილ თანამშრომელ ადოლფ მაიერთან ერთად ბერლინში საკუთარი პრაქტიკა დააარსა. (სრულად...)