თარგი განხილვა:რჩეული სტატია
ვიკიპედიიდან
მოგესალმებით,
ალბათ დროა, რომ ამ გვერდსაც მივაქციოთ ყურადღება. არ ვიცი სტატიამ გამორჩეულობა რით უნდა დაიმსახუროს ან ვის მიერ. ჩემი აზრია, ქართული ვიკიპედიის დინამიურობისათვის, რჩეული სტატიის ნაცვლად განთავსდეს ხოლმე ე.წ. კვირის სტატია, რომელიც რაიმე მნიშვნელოვან მოვლენასთან იქნება დაკავშირებული. თუ ეს აზრი მოსაწონია ერთობლივად შევადგინოთ შემდეგი კვირების გეგმა, შემდეგ კი თვით სტატიები. ჩემი ვარიანტი მომავალი სტატიებისა ასეთია (მაისში):
- ევროპის დღე
- მეორე მსოფლიო ომი, ან გამარჯვების დღე
- (ჯერ არ ვიცი)
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
და ა.შ. ავთანდილი.
თარგში უნდა ჩაისვას კატეგორია ამგვარად: <noinclude>[[კატეგორია:მთავარი გვერდის თარგები]]</noinclude> - Alsandro 18:19, 30 ივნისი 2006 (UTC)
- en:Template:Feature - არ აქვს კატეგორია
- ru:Шаблон:Текущая избранная статья - კატეგორია: რჩეული სტატიები
- de:Vorlage:Hauptseite Artikel des Tages - კატეგორია:ვიკიპედია:მთავარი გვერდის თარგი Zangala 20:21, 30 ივნისი 2006 (UTC)
-
- ძალიან გრძელია და ორი ორწერტილი აქვს, რა საჭიროა ასე გართულება? უამრავ თარგში უკვე მიწერია და მისი გადაკეთება ამ მიზეზით აბსურდია. კატეგორია:მთავარი გვერდის თარგები უკვე არსებობს და ძიებისთვის უფრო ადვილია. ზუსტად სხვისგან გადმოწერა არ გვარგებს. ა. Alsandro 20:45, 30 ივნისი 2006 (UTC)
ინფორმაციისთვის, არსებობს უკვე 8 აპრილიდან კატეგორია:ვიკიპედია:თარგები. ამით იმის თქმა მინდა, თუ შენ შექმენი და გიწერია - მეც მიწერია და შექმნილი მაქვს 8 აპრილიდან. ჯიბრს არ ვაპირებ, უბრალოდ გთხოვ - გადახედო ხოლმე შექმნილ თარგებს. ორივემ და ყველა მომხმარებელმა ერთმანეთის შრომას უნდა გავუწიოთ ანგარიში. ორი წერტილი გერმანელებსაც უწერიათ.Zangala 20:56, 30 ივნისი 2006 (UTC)
- ორჯერ ორწერტილი სახელში მიზანშეუწონელია. უმჯობესია დახრილი ხაზი იყოს თუ გვსურს ძირ/სათაო კატეგორიაზე ან სტატიაზე მისამართი ჰქონდეს. გეთანხმები, კოორდინაცია აუცილებელია, ეს კატეგორია ადრე ვერ შევამჩნიე, მაგრამ ვფიქრომ რომ ჯობია ძალიან არ დავაგრძელოთ სათაურები. Alsandro 21:02, 30 ივნისი 2006 (UTC)