რჩეულიშვილი, გურამ
ვიკიპედიიდან
გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი ( * 4 ივლისი, 1934, თბილისი ― † 23 აგვისტო, 1960, გაგრა), ქართველი მწერალი.
1957 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წ. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქ. გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად.
გ. რჩეულიშვილის მოთხრობების პირველი კრებული სალამურა გამოვიდა მისი გარდაცვალების შემდეგ, 1961 წ. მწერლის ძირითადი კრებულებია: მოთხრობები. პიესა (1965). მოთხრობები (1977).
გ. რჩეულიშვილი დაკრძალეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე.