სააკაძე, დიმიტრი
ვიკიპედიიდან
დიმიტრი სააკაძე (* დაახლოებით XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ― † დაახლოებით XVIII საუკუნის 80-იან წლებში), ქართველი პოეტი. იყო სოფ. ბობნევიდან (ატენის ხეობა). 1734 მოსკოვში ჩავიდა, ვახტანგ VI-ის ამალას შეუერთდა და პრესიაზე დასახლდა. 1741-იდან სამხედრო სამსახურში იყო. მეგობრობდა პოეტ დიმიტრი ბაგრატიონთან.
სააკაძის ლექსებში, რომლებიც ბარათების სახით არის დაწერილი, ასახულია რუსეთში გადახვეწილ ქართველთა საქმიანობა, ფიქრი და განცდა, მათი ყოველდღიური ცხოვრების ჭირ-ვარამი. პოეტი უჩივის "სამკვიდროსაგან აღმოხვრას", ნატრობს სამშობლოში დაბრუნებას.