საბჭოთა კავშირის გმირი
ვიკიპედიიდან
საბჭოთა კავშირის გმირი(რუს. Герой Советского Союза), საპატიო წოდება სსრ კავშირში, წარჩინების უმაღლესი ხარისხი სახელმწიფოს წინაშე დამსახურებისათვის - გმირობისათვის. დაწესებულია 1934 წლიდან. ანიჭებდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. საბჭოთა კავშირის გმირს გადაეცემა სსრკ-ის უმაღლესი ჯილდო - ლენინის ორდენი; სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი და მედალი "ოქროს ვარსკვლავი". საბჭოთა კავშირის ორგზის გმირს აჯილდოებდნენ მეორე "ოქროს მედლით" და მის სამშობლოში ბრინჯაოს ძეგლს უგებდნენ. სამგზის გმირის ბრინჯაოს ბიუსტი კი მოსკოვში იდგმებოდა. მეორე და მესამე მედლით დაჯილდოების შემთხვევაში საბჭოთა კავშირის გმირს გადაეცემა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის განსაკუთრებული სიგელი. საბჭოთა კავშირის გმირის წოდების ჩამორთმევა შეუძლო მხოლოდ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. საქართველოში 1983 წელს იყო 164 საბჭოთა კავშირის გმირი.