საზოგადოებრივი მეცნიერებები
ვიკიპედიიდან
საზოგადოებრივი ეწოდება მეცნიერებას, რომელიც სწავლობს ადამიანთა საზოგადოებრივი ურთიერთობების მრავალმხრივ ასპექტებს. კვლევის მეთოდი დამოკიდებულია დისციპლინის თავისებურებებზე.
საზოგადოებრივი მეცნიერებები და მათი კვლევის მთავარი საგანი:
- ანთროპოლოგია – ადამიანის ბიოლოგიური ბუნება, წარმოშობა, რასები;
- არქეოლოგია – ძველი ხალხების კულტურა და ყოფა;
- ეკონომიკა – ადამიანთა საფინანსო–მატერიალური ურთიერთობები;
- ეთნოგრაფია – ხალხთა ყოფა–ცხოვრება და კულტურა;
- იურისპრუდენცია - ადამიანთა თანაცხოვრების წესები;
- სოციოლოგია – საზოგადოების განვითარების კანონები;
- პოლიტოლოგია – პოლიტიკური ურთიერთობები;
- ფსიქოლოგია – ადამიანის ფსიქიკური მოქმედებები.