სამამულო ომის ორდენი
ვიკიპედიიდან
სამამულო ომის ორდენი(რუს. Орден Отечественной войны), სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1942 წლის 20 მაისის ბრძანებულებით დაწესებული ორდენი. ამ ორდენით აჯილდოებდნენ საბჭოთა არმიის, სამხედრო-საზღვაო ფლოტის, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატისა (შინსახკომი) და პარტიზანული ჯგუფების შემადგენლობიდან იმ პირებს, რომლებმაც სამშობლოსათვის ბრძოლაში სიმამაცე, სიმტკიცე და ვაჟკაცობა გამოიჩინეს; აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც თავიანთი მოქმედებით ხელს უწყობდნენ საბჭოთა ჯარების საბრძოლო ოპერაციებს. ორდენის ნიშანი ლალისფრად მომინანქრებული, ოქროს სხივების ფონზე ამობურცული ხუთქიმიანი ვარსკვლავია. I ხარისხის ორდენი ოქროსია, II - ვერცხლის. იბნევენ მკერდის მარჯვენა მხარეს ალექსანდრე ნეველის ორდენის შემდეგ.