სამეცნიერო ლიტერატურა
ვიკიპედიიდან
სამეცნიერო ლიტერატურა წარმოადგენს კვლევითი-ანალიტიკური სახის, ემპირიული და თეორიული ხასიათის გამოქვეყნებულ წერილობით მასალას. კვლევის შედეგების გამოქვეყნება მისი ღირებულების შეფასების, შინაარსის გარშემო სამეცნიერო საზოგადოების განსჯის ერთ-ერთი წინაპირობაა.
[რედაქტირება] სამეცნიერო პუბლიკაციების ნაირსახეობანი
სამეცნიერო ლიტერატურა შეიძლება მოიცავდეს:
- სამეცნიერო სტატიებს, გამოყვენებულს სამეცნიერო ჟურნალებში.
- საბუნებისმეტყველო დარგებთან დაკავშირებული პატენტი.
- ერთი ან რამოდენიმე, სხვადასხვა მეცნიერთა საერთო ავტორობით გამოცემული წიგნი ან მონოგრაფია.
- სამეცნიერო კონფერენციებზე წარმოდგენილი თეზისები, შრომები, გამოსვლები, ლექციების სტენოგრამა.
- ინტერნეტში გამოქვეყნებული კვლევები/კვლევების შედეგები.
[რედაქტირება] ხარისხი
არსებობს გარკველი კრიტერიუმები, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურა უნდა აკმაყოფილებდეს. ესენია: სამეცნიერო აპარატის გამართულობა, აკადემიური წერის კულტურა, ნაშრომის/პუბლიკაციის ფორმატი, რომელიც ბიბლიოთეკის რეჟიმისთვის არის გათვალისწინებული, მისით სარგებლობის (წაკითხვა, ციტირება და ა.შ.)შეუზღუდავი შესაძლებლობა. ნაშრომი უნდა ეყრდნობოდეს შესაბამის დარგში ან დარგებში, სამეცნიერო დისციპლინებში მიღწეულ გამოცდილებებს, როგორც ემპირიულ, ისე თეორიული მიდგომებს. სამეცნიერო პუბლიკაციის/ნაშრომის დამაკმაყოფილებელი აკადემიური ხარისხის და ვარგისიანობის რევიზიისათვის პრაქტიკაში დამკვიდრებულია რეცენზირების ფორმა.