სამნიტური ომები
ვიკიპედიიდან
სამნიტური ომები იყო რომის რესპუბლიკასა და სამნიტთა გაერთიანებას შორის ძვ. წ. IV საუკუნის მეორე ნახევარში და ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში. სამნიტები ამ დროისთვის დომინირებდნენ ცენტრალური იტალიის სამხრეთ ნაწილში. ამ ომების შედეგად კი რომაელებმა საბოლოოდ დაიმორჩილეს იტალიის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ერები.