სან-მარკოს ნაციონალური უნივერსიტეტი
ვიკიპედიიდან
სან-მარკოს ნაციონალური უნივერსიტეტი (ესპ.: Universidad Nacional Mayor de San Marcos (UNMSM), ან მოკლედ San Marcos) საზოგადოებრივი უნივერსიტეტია ლიმაში, პერუ. დაფუძნდა 1551 წელს, ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია მსოფლიოში და უძველესი ლათინურ ამერიკაში მეხიკოს ნაციონალურ უნივერსიტეტთან ერთად, რომელიც იმავე წელს დაარსდა, როგორც ახალი ესპანეთის სამეფო უნივერსიტეტი. სან-მარკოს ისტორიული კამპუსი ლიმას ცენტრში მდებარეობს, თუმცა ძირითადი აკადემიური ღონისძიებანი და სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე სიუდად უნივერსიტარიაში. პერუელთა მიერ უნივერსიტეტი ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად და წამყვან სამეცნიერო კვლევით ცენტრად ითვლება.