სატრიანი, ჯო
ვიკიპედიიდან
ჯო "სატჩი" სატრიანი დაიბადა 1956 წლის 15 ივლისს westbury-ში, ნიუ იორკში და გაიზარდა carle place-ში, ესეც ნიუ იორკშია. სატრიანი არის ინსტრუმენტული როკის გიტარისტი, მასწავლებელი და ასევე აღიარებულია როკ გიტარის ვირტუოზად.
სატრიანიმ გიტარაზე დაკვრა 14 წლის ასაკში დაიწყო, მას მერე რაც შეიტყო ჯიმი ჰენდრიქსის გარდაცვალების შესახებ. როგორც ამბობენ ამ დროს პატარა ჯო ფეხბურთის ვარჯიშზე იყო და ამ ამბის გაგებისთანავე მივიდა მწვრთბელთან და გამოუცხადა, რომ ფეხბურთს თავს ანებებდა და გიტარისტი უნდა გამხდარიყო.
ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა მან 1974 წელს დაიწყო ჯაზ გიტარისტ ბილი ბაუერთან და კლავიშნიკ ლენი ტრისტანოსთან. ეს უკანასკნელი საკმაოდ მომთხოვნი იყო, მან დიდი გავლენა მოახდინა სატრიანიზე. 70-იანი წლების ბოლოს ჯომ გიტარის სწავლებაც დაიწყო. მისი პირველი და ყველაზე გამორჩეული მოსწავლე იყო თანატოლი და ლონგ აილენდელი სტივ ვაი.
1978 წელს იგი გადავიდა კალიფორნიაში რათა ხელი შეეწყო მუსიკალური კარიერის განვიარებისთვის. იგი ამავდროულად მასწავლებლობასაც აგრძელებდა. გარკვეული ხანი მისი მოსწავლეები იყვნენ Kirk Hammet (მეტალიკა), Larry LaLonde (პრიმუსი) და სხვები
როდესაც მისმა მეგობარმა და ყოფილმა მოსწავლემ სტივ ვაიმ მოიპოვა წარმატებები, მან რამოდენიმე მუსიკალურ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა სატრიანის შესახებ. 1987 წელს ჯოს მეორე ალბომის surfing with the alien-ის რამოდენიმე სიმღერა რადიო ჩარტებში ლიდერი გახდა. ამ პერიოდშI სატრიანის ჰქონდა ტურნეები ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მიკ ჯაგერთან ერთად, მისი სოლო ალბომის მხარდასაჭერად.
1989 წელს სატჩმა გამოუშვა ალბომი flying in a blue dream, რომელიც საკმაოდ კარგად გაიყიდა. ამ ალბომიდან რამოდენიმე კომპოზიცია ფილმის საუნდტრეკადაც გამოიყენეს. სატრიანის სინგლი big bad moon ჰიტი იყო 91-92 წლებში, ამ სიმღერაში იგი თავად მღერის.
1992 წელს ჯომ გამოუშვა ალბომი the extremist, კომერციული თვალსაზრისით მისი ყველაზე წარმატებული დისკი. აშშ-ს მასშტაბით ყველა რადიოში ტრიალებდა summer song, cryin, friends და ისინი ჰიტებად იქცნენ. მთლიანად ეს ალბომი როკის კლასიკადაა მიჩნეული.
1993 წლის შემოდგომაზე სატრიანი შეუერთდა დიფ ფარფლს, რათა დროებით შეეცვალა რიჩი ბლექმორი, რომელმაც ტურნეს დროს მოულოდნელად მიატოვა ჯგუფი. კონცერტები ისეთი დიდი წარმატებით ჩატარდა, რომ ჯოს შესთავაზეს კიდეც ჯგუფში დარჩენა და წევრობა. თუმცა სატჩს სონისთან ხანგრძლივი კონტრაქტი უშლიდა ხელს ამაში.
1996 წელს სატრიანიმ ჩამოაყალიბა G3-საკონცერტო ტურნე, რომელშიც მონაწილეობას იღებს ინსტრუმენტული როკის სამი გიტარისტი, ტავდაპირველად ესენი იყვნენ სატრიანი, სტივ ვაი და ერიკ ჯონსონი. g3 პერიოდულად ტარდება და მასში სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიუღიათ ინგვი მალმსტინს, ჯონ პეტრუჩის, რობერტ ფრიპს და ა.შ
2006 წელს ჯომ მონაწილეობა მიიღო იან გილანის gillan's inn-ის ჩაწერაში (რამოდენიმე კომპოზიციაში).
სატრიანი აღიარებულია როკში ტექნიკურად ერთერთ ყველაზე სრულყოფილ გიტარისტად. იგი დახელოვნებულია თითქმის ყველა სახის შესრულების ტექნიკაში. მაგალითად იმის მაგიერ რომ გამები პოზიციებშI დაუკრას, სატჩი თითო გამას ერთ სიმზე უკრავს, ამას იგი "წრფივ/ხაზოვან" გამებს უწოდებს. (ნუ ეს ისე მაგალითად) ამავდროულად იგი ძალიან ნიჭიერი მუსიკოსიცაა.
სატრიანის მიღებული აქვს 13 გრემი, მას გაყიდული აქვს 7 მილიონზე მეტი ალბომი და როგორც იცით მისთვის სპეციალურადაა შექმნილი js სერიის სახელობითი გიტარები.