სილვესტერ I
ვიკიპედიიდან
სილვესტერ I (სილიბისტრო) (ლათ. Silvester) (* ??? რომი, იტალია; † 31 დეკემბერი 335, რომი, იტალია) - რომის პაპი 314-335 წ.წ.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
სილვესტერი რომში დაბადებულა. იაკობ ვორაგოელის ნაშრომის "ლეგენდა აურეა"-ს მიხედვით მას ავადმყოფობისგან განუკურნია იმპერატორი კონსტანტინე დიდი, რომლისგანაც მადლიერების ნიშნად მიუღია ე.წ. "კონსტანტინეს საჩუქარი" (ლათ. Patrimonium Petri).
მეორე დიდი მოვლენა სილვესტერის მღვდელმთავრობის დროს იყო ნიკეის საეკლესიო კრების მოწვევა 325 წელს, რომელშიც პაპს თვითონ მონაწილეობა არ მიუღია.
კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.