სტილერი, ჯერი
ვიკიპედიიდან
ჯერალდ ჯერი სტილერი (ინგლ.: Gerald Jerry Stiller) (* 8 ივნისი, 1927, ნიუ-იორკი) - ამერიკელი კომედიანტი და კინომსახიობი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ჯერი სტილერის მამა უილიამ სტილერი წარმოშობით ავსტრიელი ებრაელი იყო, ხოლო დედა ბელა სიტრინი - რუსი ებრაელი. მან პოპულარობა მოიპოვა ისეთ ცნობილ სიტკომებში თამაშით, როგორებიცაა «სეინფელდი» (ინგლ.: Seinfeld), რომელშიც ის ფრენკ კონსტანცას როლს ასრულებს და «ქუინსის მეფე» (ინგლ. The King of Queens), რომელშიც ექსცენტრიკი ართურ სპუნერი განასახიერა.
ჯერი სტილერის მეუღლეა მსახიობი ანა მეარა, შვილები: ასევე მსახიობები ბენ სტილერი და ემი სტილერი.