სუხბეჩი
ვიკიპედიიდან
სუხბეჩი, V-VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოს ისტორიულ პროვინცია ტაოში (ახლა თურქეთის ფარგლებშია). მდებარეობს იშხნის ტაძრის ჩრდილოეთით. გეგმით ჯვაროვან-გუმბათოვანი ეკლესია ტეტრაკონქის ტიპისაა. ნაგებია გათლილი ქვით დასავლეთ მხარეს ეკვრის ეგვტერი. ერთადერთი შესასვლელიც აქედანვე აქვს. ეგვტერი უფრო გვიანი ხანისაა. ეკლესია შიგნით შელესილი იყო, მოხატულობის კვალი არ შეინიშნება. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია.