ტოკუნაგა სუნაო
ვიკიპედიიდან
ტოკუნაგა სუნაო (* 20 იანვარი, 1899, კუმამოტოს პრეფექტურა ― † 15 თებერვალი, 1958), იაპონელი მწერალი. იაპონიის პროლეტარული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. თხზულებებს აქვეყნებდა 1925-იდან. რომანებში, რომლებიც დაწერილია იმ პერიოდში პოპულარული "მასობრივი რომანის" (არსებითად სათავგადასავლო რომანის) ტრადიციებზე, აღწერა იაპონიის პროლეტარიატის ცხოვრება და ბრძოლა ("უმზეო ქუჩა", 1929; "ტოკიო - უმუშევართა ქალაქი", 1930; "იძინე მშვიდად, ცოლო", 1946; "ჩუმი მთები", 1952). ტოკუნაგა პროგრესული ლიტერატურული საზოგადოების "სინიჰონ ბუნგაკუკაის" (1945) ერთ-ერთი ფუძემდებელია.
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |