ტომონაგა სინიტირო
ვიკიპედიიდან
ტომონაგა სინიტირო (იაპ. 朝永 振一郎) (* 31 მარტი, 1906, კიოტო ― † 8 ივლისი, 1979), იაპონელი ფიზიკოსი. დაამთავრა კიოტოს უნივერსიტეტი (1929). 1932-იდან მუშაობდა ფიზიკისა და ქიმიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ი. ნიშინას ხელმძღვანელობით, 1937-1939 - ლაოფციგში ვ. ჰაიზენბერგთან. 1941-იდან ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი. მისი უმთავრესი შრომები ეხება ნეიტრონების თეორიას, მაგნეტიზმისა და ველის კვანტურ თეორიას. ტომონაგას ეკუთვნის ტალღური ველების კვანტური თეორიის რელატივისტურად ინვარიანტული ფორმულირება. ნობელის პრემია (1965), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1971).