ტოპაზი
ვიკიპედიიდან
ტოპაზი, ალუმინის ფლუოროსილიკატის კრისტალი (მინერალი). მისი ქიმიური ფორმულაა Al2SiO4(F,OH)2.
იგი გამოიყენება საიუველირო ხელოვნებაში და მიეკუთვნება ძვირფას ქვებს.
ტოპაზი შეიძლება იყოს უფერო, თეთრი, ღია ცისფერი, ღია ყვითელი, ყვითელი-ყავისფერი, ყავისფერი მოვარდისფრო და ვარდისფერი. უფრო მუქი ფერები მიიღწევა გახურებით ან რადიაციით. ეს არის მძიმე, მყარი მინერალი, კრისტალური ფორმებით.
ქვის სახელწოდება მომდინარეობს წითელი ზღვისკუნძულ ტოპაზოსგან (τοπαζος, დღევანდელი ზაგარბადი).
[რედაქტირება] საბადოები
ტოპაზი განსაკუთრებით მომრავლდა XIX საუკუნეში ურალში, ქალაქ ალაბასკას მახლობლად.
დღეს იგი დიდი რაოდენობით მოიპოვება ბრაზილიაში, თუმცა ბევრ სხვა ადგილასაც გვხვდება.
[რედაქტირება] სიმბოლო
ტოპაზის ქორწინება ქორწინების 44 წლისთავის სიმბოლოა ფრანგულ ფოლკლორში.