ტყეშელაშვილი, დავით
ვიკიპედიიდან
დავით ტყეშელაშვილი (* 16 ოქტომბერი, 1969, თბილისი, საქართველო),ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
- 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
- 1987-1989 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური.
- 1993-1995 წლებში იყო საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის პოლიტიკური მდივანი; თავმჯდომარის მოადგილე
- 1995 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი, მუშაობდა უმრავლესობის ლიდერის მოადგილედ.
- 1998-2002 წწ. საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარეა.
- 1999 წელს ხელმეორედ იქნა არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრად. 1999-2003 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ.
- 2004 წელს კვლავ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად ,,ნაციონალური მოძრაობა − დემოკრატების” სიით.
- 2005 წლიდან ედმუნდ მასკის სტიპენდიანტია. 2006 წელს დაამთავრა ემორის უნივერსიტეტი. მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი სამართალში.
- 2006 წლის 21 ივლისს დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად.