უიტმენი, უოლტ
ვიკიპედიიდან
უოლტ უიტმანი (Walt Whitman, დაბადებით Walter Whitman, *31 მაისი, 1819 – 26 მარტი, 1892) იყო ამერიკელი პოეტი, ესეისტი, ჟურნალისტი და ჰუმანისტი. დაიბადა უესტ-ჰილში, ჰანტინგტონი, ლონგ-აილენდი, ნიუ-იორკი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია ლექსებისა და პოემების კრებული "ბალახის ფოთლები" და Drum-Taps.
სექციების სია |
[რედაქტირება] ადრეული ბიოგრაფია
დაიბადა ცხრა შვილიან ოჯახში ლონგ-აილენდზე, გაიზარდა ბრუკლინში. კარიერა ჟურნალისტობითა და რედაქტორობით დაიწყო. გარკვეული პერიოდი საკუთარი გაზეთის ”ლონგ-აილენდერი” რედაქტორი იყო, რომელმაც მხოლოდ ერთი წელი იარსება (1838-39). ადრეულ წლებში ლიბერალური, ინტელექტუალური და პოლიტიკური შეხედულებები ჩამოუყალიბდა მამის გავლენით, რომელიც სოციალისტური იდეების მიმდევარი გახლდათ.
17 წლის ასაკში მასწავლებლად იწყებს მუშაობას, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო მისი მწერლობის კარიერას. 1848 წელს პირველად ნიუ-ორლეანში მიემგზავრება ძმასთან, სადაც რამდენიმე თვე ადგილობრივ გაზეთში მუშაობს, თუმცა მოგვიანებით ისევ ბრუკლინში ბრუნდება და ბრუკლინ-თაიმზის რედაქტორი ხდება. აქვე ის ჟურნალისტად მუშაობს რამდენიმე გაზეთისთვის, მათ შორის, New York Aurora და Democratic Review, სადაც ის იმ დროისთვის პროგრესული ლიტერატურული კულტურის ნაწილი ხდება. უიტმანი თავად აღნიშნავს, რომ ავრორასთვის რალფ ვალდო ემერსონის ლექციათა სერიის გაშუქებამ მის აზროვნებაში გადატრიალება მოახდინა.