ფადლა I
ვიკიპედიიდან
ფადლა I, კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 881-892. ეკუთვნოდა ბაგრატიონთა საგვარეულოს. ფიქრობენ, რომ კახეთის მთავრის გრიგოლის შთამომავალი იყო. "მატიანე ქართლისაჲს" ცნობით, ფადლა I-ს პოლიტიკური ძალაუფლება ბრძოლით მოუპოვებია. გაუმარჯვებია დონაურებთან დინასტიურ ბრძოლაში. დონაურების მიერ სამთავრო ტახტის დაკარგვას გარდაბნელების განდგომა მოჰყოლია. ფადლა I-ს დაუმორჩილებია გარდაბნელები და თვით გარდაბანიც თავისი სამთავროსთვის შეუერთებია. "მატიანე ქართლისაჲს" ავტორის დახასიათებით, ფადლა I ყოფილა "კაცი ბრძენი და საქმის მეცნიერი".