ფარსმან VI
ვიკიპედიიდან
ფარსმან VI (* ???; † 537) - იბერიის უკანასკნელი მეფე 535-537 წლებში. მის დროს იბერია სასანიდური ირანის ქვეშევრდომი იყო, მისი სიკვდილის შემდეგ კი ირანის შაჰმა ხოსრო I ანუშირვანმა იბერიაში საბოლოოდ გააუქმა მეფობა და იბერია ირანის რიგითი პროვინცია გახდა. გადმოცემის მიხედვით სწორედ ფარსმან VI-ის დროს ჩამოვიდა საქართველოში ცამეტი ასურელი მამა.