ვიკიპედიიდან
ფებოსი (ბერძნ. Φοίβος, ლათ. Phoebus, "ბრწყინვალე"), ბერძნულ მითოლოგიაში, ღმერთი აპოლონის მეორე სახელი. კლასიკურ ლათინურ პოეზიაში ფებოსი მზე-ღმერთის მეორე სახელად მოიხსენიება, ხოლო გვიანდელ ევროპულ პოეზიაში კი ფებოს მის ეტლთან ერთად მზის მეტაფორად იხმარებოდა.