ფუკურო იპეი
ვიკიპედიიდან
ფუკურო იპეი (* 1897 ― † 2 ივლისი, 1971), იაპონელი მწერალი, ფილოლოგი, საზოგადო მოღვაწე. იყო ალპინისტიც. დაამთავრა ტოკიოს უცხო ენათა ინსტიტუტის რუსული განყოფილება, 1963 იმოგზაურა საქართველოში. მეორედ აქ ჩამოვიდა 1966, რუსთაველის საიუბილეო ზეიმზე. ეკუთვნის რამდენიმე წერილი ქართული ლიტერატურისა და კულტურის საკითხებზე, წიგნი "საქართველო ალპინისტის თვალით" (1967). იაპონურ ენაზე პროზაულად თარგმნა და ჰაიასე ტადაჩის ნახატებითა და მ. ზიჩის საკაზმებით გამოსცა ვეფხისტყაოსანი (1955). ეს გამოცემა რამდენჯერმე განმეორდა (საერთო ტირაჟი 100000). 1972 გამოსცა ვეფხისტყაოსნის მდიდრულად დასურათებული პოეტური თარგმანი. იაპონურ ენაზე თარგმნა ქართული ფოლკლორების ნიმუშები, აგრეთვე გადმოცემები და ლეგენდები რუსთაველზე ( ი. მეგრელიძის წიგნიდან "რუსთაველი და ფოლკლორი", თბილისი, 1960). თარგმნილი აქვს ნ. დუმბაძის, ნ. ტიხონოვის, ვ. კატაევის და სხვა მწერლების ნაწარმოებები.