ფშნის ეკალი
ვიკიპედიიდან
ფშნის ეკალი (Ononis arvensis) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა 30-60 სმ-მდე სიმაღლით, მოკლე მუქი ან შავი ფესურებით და გრძელი ცილინდრისებრი გახევებული, ქვემოთ დატოტვილი მუქი ფესვით, ღერო პირდაპირი, დატოტვილი, ჩამოშვებული ლილისფერი შეფერილობის. ყვავილები ვარდისფერი ან მოთეთროა, განლაგებულია მოკლე ყვავილსაჯდომებზე ორ-ორად ფოთოლსაფარში: ღეროების და ტოტების ბოლოებში ყვავილები შეკრულია თავთავისებურად. ნაყოფი 2-4 თესლიანი მარცვალია 7 მმ სიგრძის და 5-6 მმ სიგანის, ოვალური ან ფართეკვერცხისებრი ფორმის. ყვავილობს ივლის-აგვისტოში, ფესვებსა და ფესურებს ამზადებენ შემოდგომაზე.
იზრდება ტენიან ადგილებში, მინდვრებსა და მათ ნაპირებზე, ფერდობებზე.
[რედაქტირება] ქიმიური შემადგენლობა
ფშნის ეკლის ფესვები შეიცავს გლუკოზიდებს, ფირებს, შაქარს, მცირე რაოდენობით მთრიმლავ და სხვა ნივთიერებებს.
[რედაქტირება] გამოყენება
ფშნის ეკლის ფესვები ფართოდ გამოიყენება დასავლეთ ევროპაში საქართველოში ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც შარდ-და ოფლმდენ საშუალებას, აგრეთვე თავის ტკივილების, ტანში მტვრევის და რევმატიზმების დროს. ფესვების ნახარში და სპირტული ნაყენი გამოიყენება როგორც ბუასილის სამკურნალო საშუალება.