ქაიხოსრო II
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ქაიხოსრო" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ქაიხოსრო |
ქაიხოსრო II ჯაყელი (* 1522 ― † 1573), სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი, ყვარყვარე III-ის ძე. ათაბაგად დასვეს თურქებმა სოხოისტის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, როდესაც ისინი სამცხე-საათაბაგოს დიდ ნაწილს დაეუფლნენ. ქართლისა და იმერეთის მეფეები ათაბაგის ხელისუფლებას არ ცნობდნენ. ქაიხოსრო II ცდილობდა სპარსეთ-ოსმალეთთან ურთიერთობა გამოეყენებინა ჩამოჭრილი ტერიტორიები (ჯავახეთი, ჭანეთი, აჭარა) დასაბრუნებლად. ამ დროს ჯავახეთი ქართლის სამეფოს ჰქონდა მიერთებული. ქაიხოსრო II-მ ირანის შაჰს სთხოვა დახმარებოდა ჯავახეთის შემოერთებაში. 1547, სპარსეთ-ოსმალეთის ომის განახლებისთანავე, შაჰ-თამაზი ჯავახეთში შეიჭრა და დაარბია. 1549 კი თურქებმა 25 ციხე დაიპყრეს. ქართლის მეფე ლუარსაბ I ებრძოდა მათ და სულ უფრო მეტ ტერიტორიებს ათავისუფლებდა. 1551 ქაიხოსრო II-მ კვლავ სთხოვა დახმარება შაჰ-თამაზს. შაჰმა ქვეყანა აიკლო და ეკლესია-მონასტრები გაძარცვა. 1555 ამასიის ძავით ოსმალებმა და სპარსელებმა სამცხე-საათაბაგო შუაზე გაიყვეს. ქაიხოსრო II ირანისათვის მიკუთვნებულ ნაწილში დარჩა. შემდეგ, როცა ოსმალებმა დაპყრობილი ტერიტორიების ათვისება დაიწყეს, ქაიხოსრო II შაჰ-თამაზს ეწვია ყაზვინში და სახმარების მოლოდინში იქვე გარდაიცვალა.