ქალწული (თანავარსკვლავედი)
ვიკიპედიიდან
ქალწული (ლათინურად Virgo), ზოდიაქოს ერთ-ერთი თანავარსკვლავედი. მისი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავის - სპიკას - ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდეა 1,0. ქალწულშია ჩვენს ეპოქაში შემოდგომის ბუნიობის წერტილი. დაკვირვებისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია მარტ - აპრილში. ჩანს საქართველოს ტერიტორიიდან.