დახმარება:ქართული კლავიატურა
ვიკიპედიიდან
[რედაქტირება] ქართული კლავიატურის მხარდაჭერა
ქართული კლავიატურის მხარდაჭერის ჩადგმა Windows XP სისტემაში
პირველ რიგში არ დაგავიწყდეთ რაიმე unicode ქართული შრიფტის დაყენება!!! მაგალითად BPG! + დარწმუნდით რომ Windows XP-ს CD ხელთქვეშაა :)
ინგლისურენოვანი Windows XP-ს შემთხვევაში: 1. შევდივართ Start->Settings->Control Panel->Regional and Language Options
2. გადავდივართ Languages დაფაზე და ვრთავთ ჩამრთველს (Install files for complex script...):
OK ღილაკზე დაწკაპუნების შემდგომ, შესაძლებელია რომ სისტემამ მოითხოვოს Windows XP-ს საინსტალაციო დისკი. ჩადეთ დისკი, დაელოდეთ ინსტალირების დასრულებას და გადატვირთეთ კომპიუტერი.
3. გადატვირთვის შემდგომ საჭიროა GEO_KEYBOARD.zip არქივის გადმოწერა აქედან. დაიმახსოვრეთ იგი ლოკალურ დისკზე (მაგალითად სამუშაო მაგიდაზე "Desktop") გახსენით და გაუშვით go.bat ფაილი. წარმატებული ჩადგმის შემთხვევაში უნდა მიიღოთ შემდეგი ორი შეტყობინება:
დააწკაპუნეთ Yes
და შემდგომ OK
4. შევდივართ Start->Settings->Control Panel->Regional and Language Options და ვაჭერთ Detail ღილაკს:
ვაჭერთ Add ღილაკს:
ენის (Input language) და კლავიატურის განლაგების (Keyboard layout/IME) ველებში აირჩიეთ ნახატზე ნაჩვენები მნიშვნელობები:
ყველა ფანჯარაში ამოირჩიეთ OK და ბოლოს გადატვირთეთ კომპიუტერი.