ქრცვინი
ვიკიპედიიდან
?ქრცვინი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() შავი ქრცვინი
|
||||||||||||||
კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
|
||||||||||||||
Mustela putorius (Linnaeus, 1758) |
ქრცვინი (ლათ. Putorius) - კვერნისებრთა ოჯახის ძუძუმწოვრების რამდენიმე სახეობის საერთო სახელი. მათი სხეულის სიგრძეა 38-51 სმ, მასა 0.7-1.4 კგ. აქვთ მოგრძო, მოქნილი სხეული, მოკლე ფეხები, ბლაგვი დინგი, პატარა ყურები, რბილი ბეწვი. აერთიანებს სამ სახეობას: შავი ქრცვინი, ველის ქრცვინი და ამერიკული ქრცვინი. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ტაიგის სამხრეთ საზღვრამდე, შუა აზიაში, სამხრეთ ციმბირიში. ბინადრობენ ტყეში, ტყე-ველში და ნახევარუდაბნოებში. სახლდებიან ტყეკაფში, ბუჩქებში, გაშლილ ადგილებში, შავი ქრცვინი - ადამიანის სამოსახლოებში. იკვებებიან წვრილი ცხოველებით. აქვთ ძვირფასი ბეწვი. შავი ქრცვინის ალბინოსური ფორმა მოშინაურებულია, იყენებენ მღრნელებთან საბრძოლველად.